ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლ რაიენი საპრეზიდენტო ნომინაციაზე უარს საჯაროდ ამბობს


წარმომომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიენმა უჩვეულო ნაბიჯი გადადგა. მან პრეს-კონფერენცია მოაწყო, რომელზეც თქვა, რომ ერთი ნაბჯის გადადგმას არ აპიირებს. ეს ნაბიჯი ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობის მიღებაა.

რაიენმა განაცხადა, რომ მოვიდა მითქმა-მოთქმის დასრულების დრო. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მას არ სურს და არ აპირებს მიიღოს რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია საპრეზიდენტო არჩევნებში.

რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა გარე კანდიდატის ნომინაციის გადაწყვეტილება შეიძლება იმ შემთხვევაში მიიღოს, თუ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებმა პარტიის ყრილობაზე დელეგატების საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვეს.

XS
SM
MD
LG