ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისის მერიის გადაწყვეტილება - აქცია თბილისში 


თბილისი, საქართველო - ფოტო: მოძრაობა გაბედე

თბილისის მერიამ 22 იანვარს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობა და 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო.

„ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ის ყველანაირად იქნება მოწესრიგებული. იქნება ახალი ფილები, მოწესრიგდება შადრევნები,“ - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მერიის გადაწყვეტილება ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლებმა "პარლამენტის ოკუპაციად" შეაფასეს და საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გამართეს.

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა პარლამენტის შენობის გარშემო მერიის მიერ დადგმულ რკინის ჯებირებს მავთულხლართი შემოავლეს. ჯებირებზე კი დატოვეს წარწერა " პარლამენტი ოკუპირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ"

მერიის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც გამოეხმაურნენ. ისინი ფიქრობენ, რომ მერიის გადაწყვეტილება მათ მიერ დაანონსებულ აქციებს უკავშირდება, რომელიც პარლამენტის შენობის წინ თვის ბოლოს უნდა დაწყებულიყო.

აქცია თბილისში, პარლამენტის შენობასთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:43 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG