ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში "სპაიდერმენმა" ოთხი წლის ბავშვი გადაარჩინა


ჩვენი დროის „სპაიდერმენი“ - ასე მოიხსენიებს ფრანგული მედია 22 წლის მამუდუ გასამას, რომელმაც პარიზში აივანზე გადმოკიდებული 4 წლის ბავშვი გადაარჩინა.

მამუდუ უბნის რესტორანში ფეხბურთის საყურებლად იყო მისული, როცა ფანჯრიდან საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულის აივანს ჩაბღაუჭებული ბიჭი დაინახა.

მამუდუს აივანზე აცოცებას და ბიჭის გადარჩენას ქუჩაში შეკრებილები ტელეფონების კამერებით იღებდნენ და მამუდუს შეძახილებით ამხნევებდნენ.

მამუდუ წარმოშობით მალიდან არის და ის საფარანგეთში არალეგალურად ცხოვრობდა. ბიჭის გადარჩენის შემდეგ, მას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უმაპინძლა და ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა.

„რაც მეტს მივცოცავდი, მემატებოდა გამბედაობა ცოცვა გამეგრძელებინა“, ამბობს მამუდუ, რომელმაც მოქალაქეობასთან ერთად სახანძროში სამსახურის შეთავაზება მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG