ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციები გრძელდება


საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, საფრანგეთში გაფიცვა და დემონსტრაციები მეორე დღეა გრძელდება. ამ აქციებმა, რომელმაც საფრანგეთის უდიდესი ნაწილი მოიცვა, ქვეყნის დიდი ნაწილის პარალიზება მოახდინა.

ფრანგებს აღელვებთ, რომ შემოთავაზებული რეფორმის შედეგად, მილიონობით ადამიანს პენსიამდე უფრო დიდხანს მუშაობა მოუწევს და პენსიაზე ყოფნისას, ნაკლებად სახარბიელო შეღავათებს მიიღებს.

პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, როდესაც პარიზში, ლიონსა და ნანტში პროტესტის მონაწილეებმა ძალადობას მიმართეს და პოლიციასთან შეტაკებები მოხდა. პროფკავშირები პირობას დებენ, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ მანამდე, სანამ პრეზიდენტი მაკრონი საპენსიო გეგმას უკან არ გაიწვევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG