ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში ელისეს მინდვრებზე მომხდარ შეტაკებას ანტი-ტერორისტული სამსახურები გამოიძიებენ


შანზ-ელიზე

ცოტა ხნის წინ, პარიზში ელისეს მინდვრების მიდამოებში მანქანა პოლიციის ფურგონს შეეჯახა. საფრანგეთის უშიშროების სამსახურები გამოძიებას ანტი-ტერორისტული კუთხით აწარმოებენ. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. პოლიციის თქმით, თავდამსხმელი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე.

პოლიციამ ტვიტერზე ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ელისეს მინდვრებზე სიტუაცია პოლიციის კონტროლის ქვეშაა და რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისათვის, სამართალდამცავები მოსახლეობას მოუწოდებენ მოერიდონ საპრეზიდენტო სასახლის მიდამოებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG