ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარაგვაიმ ახალი პრეზიდენტი აირჩია


პარაგვაის ამომრჩევლებმა, მმართველი კოლორადოს პარტიის კანდიდატი მარიო აბდო ბენიტესი, ქვეყნის პრეზიდენტად ხმების 47 პროცენტით აირჩიეს.

მის მეტოქე, ეფრაინ ალეგრემ ხმების 43 პროცენტი მოაგროვა.

46 წლის აბდო, ამჟამინდელ პრეზიდენტ ჰორაციო კარტესს 15 აგვისტოს ჩაანაცვლებს.

აბდოს მამა, დიქტატორ ალფრედო სტრესნერის პირადი მდივანი იყო. ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები სტრესნერს ათასობით მკვლელობაზე და ადამიანის გაუჩინარებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ, რაც მისი მმართველობის პერიოდში, 1954 დან 1989 წლამდე მოხდა.

აბდომ ახალი ამბების ფრანგულ სააგენტოს უთხრა: „ვამაყობ იმით, რომ იმ დროის წამების და არასათანადო მოპრობის მსხვერპლნი, დღეს ჩემთან ერთად მუშაობენ“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG