ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალები საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას მიიღებენ


ამერიკის შეიარაღებული ძალებში - არმიაში, საზღვაო ქვეითების შემადგენლობაში, საჰაერო და საზღვაო ძალებში - ქალებს 230 ათასამდე პოზიციაზე შეეძლებათ მსახური

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ გააუქმა აკრძალვა, რომლის თანახმადაც ქალებს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ.

როგორც პანეტამ განაცხადა, ქალებმა გამოამჟღავნეს ბრძოლის ველზე მრავალი ფუნქციის შესრულების უნარი. მისი თქმით, ეს ცვლილება კიდევ უფრო გააძლიერებს ამერიული არმიის ბრძოლისუნარიანობას.

პენტაგონში ცნობილი უფლებადამცველის მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცელემონიალზე მან ხაზი გაუსვა აშშ-ის შეიარაღებული ძალების სიძლიერეს, რომელიც მისი განცხადბით ჯარის მრავალფეროვნებაში მდგომარეობს.

პენტაგონის ახალი გადაწყვეტილებით, ამერიკის შეიარაღებული ძალების ოთხივე დანაყოფში - არმიაში, საზღვაო ქვეითების შემადგენლობაში, საჰაერო და საზღვაო ძალებში - ქალებს 230 ათასამდე პოზიციაზე შეეძლებათ სამხედრო სამსახურის სურვილის გამოთქმა.
XS
SM
MD
LG