ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთ-იაპონიის კონფლიქტი შესაძლოა გამწვავდეს


ჩინელთა უკმაყოფილება სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადაო კუნძულებზე იაპონიის მიერ სრული კონტროლის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა შეშფოთებას გამოთქვამს იაპონიას და ჩინეთს შორის მზარდი დაძაბულობით და პროვოკატიული გამოსვლებით, რომელიც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის კონფლიქტში გადაიზარდოს.

ჩინეთში იაპონიის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. ათასობით ჩინელმა მოიყარა თავი პეკინში მდებარე იაპონიის საელჩოსთან. ჩინური დროშებით და სიმბოლიკით მისულმა დემონსტრანტებმა საელჩოს შენობას ქვები დაუშინა და იაპონიის დროშები დაწვა. საპროტესტო აქციების ტალღა რამდენიმე სხვა ქალაქშიც გავრცელდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრი, იოშიკო ნოდა პეკინს ქვეყანაში იაპონელი მოქალაქეების და ბიზნესების დაცვისკენ მოუწოდებს.

ჩინელთა უკმაყოფილება სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადაო კუნძულებზე იაპონიის მიერ სრული კონტროლის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. იაპონია რესურსებით მდიდარი კუნძულების საკუთრებას ხელშეკრულებით ადასტურებს, რომლის მიხედვითაც ისინი კერძო მფლობელისგან არის შესყიდული. ჩინეთი აღნიშნულ გარიგებას არალეგალურად მიიჩნევს და კუნძულებზე ტერიტორიულ პრეტენზიას აცხადებს. სიტუაციის ეკალაცია პარასკევს ჩინეთის მიერ რეგიონში ორ დაუსახლებელ კუნძულთან 6 სადაზვერვო გემის გაგზავნამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG