ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალჟირში მძევლების კრიზისი კვლავ გრძელდება


ალჟირის არმიის მიერ მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციის დროს 12 უცხოელი და ალჟირელი მძევალი დაიღუპა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებით, ვაშინტონი ყველა ღონეს იხმარს ალჟირში მყოფი ამერიკის მოქალაქეების დასაცავად.
ალჟირში მძევლების კრიზისთან დაკავშირებით ბატონმა პანეტამ ლონდონში სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიზანია არ დაუშვას ამ რეგიონში ალ-ყაიდას გაძლიერება.
პარასკევს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივამა ჰილარი კლინტონმა შეშფოთება გამოთქვა ალჟირში მძევლების აყვანასთან დაკავშირებით და ამ ქვეყნის მთავრობას მოუწოდა ყველაფერი იღონოს მათი სიცოცხლის გადასარჩენად.
უკანსკნელი მონაცემებით ალჟირის არმიის მიერ მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციის დროს 12 უცხოელი და ალჟირელი მძევალი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG