ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეონ პანეტა თავს იმართლებს


პანეტა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე წარსდგა

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ, რომელიც ცოტა ხანში თანამდებობას დატოვებს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს განუცხადა, რომ ლიბიის ქალაქ ბენღაზიში მომხდარ ტერაქტამდე ადრე, მას არანაირი გაფრთხილება მიღებული არ ჰქონდა მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით.
პენტაგონის თავკაცმა სენატში შეხვედრისას გუშინვე დაადასტურა, რომ 2012 წლის 11 სექტემბერს მოსალოდნელ საფრთხეებზე ინფორმაცია არსებობდა ქაიროში, თუმცა ანალოგიური საფრთხის შესახებ ბენღაზისთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ ჰქონია. ამ პირობებში, და ადექვატური გაფრთხილების გარეშე, ამერიკის მთავრობა დროის უკმარისობის გამო ვერ მოახერხებდა სამხედრო ძალებით ჩარევას და ინციდენტზე რეაგირებას.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 11 სექტემბერს, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმის შედეგად ამერიკის ელჩი და სამი ამერიკელი თანამშრომელი დაიღუპა.
ლეონ პანეტამ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ყველაზე სწრაფი რეაგირება მხოლოდ ტრიპოლიში ბაზირებული უსაფრთხოების გუნდის მიერ იყო შესაძლებელი, რომელიც ინციდენტის ადგილზე რამდენიმე საათში ჩავიდა.
XS
SM
MD
LG