ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანამის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა


პანამის საარჩევნო სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატი ლაურენტინო კორტიზო, ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი, კვირის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

ხმების 92.5 პროცენტის დათვლის შემდეგ, ამერიკაში განათლებული, 66 წლის „ნიტო“ კორტიზო მემარცხენე ცენტრისტული დემოკრატიული რევოლუციის პარტიიდან, 33 პროცენტით გამარჯვებულად გამოცხადდა. მისი მოწინააღმდეგე ცენტრისტული-მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი რუმოლო რუქსი იყო. მან ხმების 31 პროცენტი მიიღო. სასამართლოს გადაწვეტილება საბოლოოა, მიუხედავად იმისა, რომ ორ კანდიდატს შორის ხმების რაოდენობით განსხვავება მხოლოდ 40,000-ია.

საკუთარი გამარჯვების ზეიმისას კორტიზომ ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა. ის ქვეყნის სათავეში 1 ივლისს მოვა. მას ვაშინგტონთან და პეკინთან ურთიერთობის ბალანსი მოუწევს. ყოფილმა პრეზიდენტმა ხუან კარლოს ვარელამ ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოაწერა ხელი. ჩინეთი პანამის არხის მეორე ყველაზე დიდი კლიენტია, შეერთებული შტატების შემდეგ.

„შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია“, - განუცხადა კორტიზომ როიტერის ახალი ამბების სააგენტოს. „ურთიერთობა უნდა გაუმჯობესდეს“, - თქვა მან. თუმცა დაამატა, რომ ვაშინგტონი უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მიუდგეს ცენტრალურ ამერიკას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG