ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტები პანამაში დარეგისტრირებულ კომპანიებს იყენებენ


მოსაკ ფონსეკას შენობა, პანამა

“პანამის დოკუმენტების” გამოქვეყნებას, სავარაუდოდ, ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული გამოძიებები მოჰყვება, რომლებიც ასევე გააძლიერებს პოლიტიკურ ზეწოლას ამერიკაში ფინანსური რეგულაციების გასამკაცრებლად.

ექსპერტები ამბობენ, რომ ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი ზომები იხვეწება, მაგრამ კონფლიქტის ზონებში არსებული ზოგიერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია ამ ძალისხმევას აფერხებს.

ტერორისტული ჯგუფებისთვის დაფინანსების მიწოდების აღკვეთა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თავდასხმების მოსაწყობად მათ ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის ყიდვა და ტრანსპორტირების დაფინანსება სჭირდებათ.

ტერორისტული ჯგუფები იყენებენ კომპანიებს, რომელთა ნაწილი პანამაშია დარეგისტრირებული და მათი რეალური მფლობელების ვინაობა დამალულია.

XS
SM
MD
LG