დღეს იერუსალიმის მერმა, აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე 20 პალესტინელი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დანგრევის საკითხი კვლავ წამოჭრა.
ნირ ბარკატმა ქალაქის მუინიციპალიტეტს სამეფო ბაღის პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა მოსთხოვა.
აღსანიშნავია,რომ პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მარტში ამ პროექტის დროებით შეჩერება მოითხოვა,რადგან მისი აზრით, ამით შესაძლებელი იყო ისრაელის საერთაშორისო იმიჯი მსოფლიოს თვალში შებღალულიყო.
პალესტინის ლიდერთა განცხადებით, ამ ქმედებით ისრაელს სურს იერუსალიმზე ძალაუფლების საკუთარი პრიორიტეტი გამოხატოს. თუმცა ისრაელის თქმით, პალესტინელთა სახლების მშენებელობა უკანონოა და სამეფო ბაღის პროექტის განვითარებას მსგავსი უკანონობის გამო ხელი არ უნდა შეეშალოს.