პაკისტანის ეროვნულმა ასამბლეამ პრემიერ-მინისტრად ნავაზ შარიფი აირჩია. შარიფის პარტიამ მუსლიმურმა ლიგამ 11 მაისს საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა. შარიფის პრემიერად არჩევა პაკისტანის 66 წლიან ისტორიაში ძალაუფლების გადაცემის პირველი შემთხვევაა ორ დემოკრატიულად არჩეულ სამოქალაქო მთავრობას შორის. 63 წლის შარიფმა 342 მანდატიან პარლამენტში 244 ხმა მიიღო. ის ოფიციალურად ფიცს ოთხშაბათს დადებს. კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და კორუფციის დამარცხება იქნება.
შარიფი პაკისტანის პრემიერად აირჩიეს

ახალი მთავრობის პრიორიტეტი კორუფციის დამარცხება