ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენჯაბის შტატის გუბერნატორი დღეს დაკრძალეს


პენჯაბის შტატის გუბერნატორი დღეს დაკრძალეს
პენჯაბის შტატის გუბერნატორი დღეს დაკრძალეს

პენჯაბის შტატის გუბერნატორის გასვენება დღეს პაკისტანის ქალაქ ლაჰორში უშიშროების განსაკუთრებული ზომების დაცვით მიმდინარეობდა.

გუბერნატორი სალმან ტასირი პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა გამოასალმა სიცოცხლეს ისლამაბადში. მუმთაზ ქადირიმ აღიარა, რომ გუბერნატორი ახალი კანონმდებლობის მიუღებლობის გამო მოკლა, რომელიც ისლამის წინააღმდეგ მიმართული მკრეხელობის დასჯას ითვალისწინებს.

პაკისტანის უმცირესობათა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის შაჰბაზ ბჰათის განცხადებით:“ ძალადობის ეს ლაჩრული გამოვლინება ვერ შეაჩერებს იმ ხალხს ვისთვისაც მიუღებელია ახალი კანონი, რომლის არასწორი გაგება პაკისტანში უმცირესობათა უფლებებს დააზიანებს.“

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის რეჰმან მალიქის განცხადებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს მკვლელი მარტო მოქმედებდა და რაიმე ორგანიზაციის წევრი იყო.

XS
SM
MD
LG