ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი-სკანდალური ვიდეო მასალა


პაკისტანი-სკანდალური ვიდეო მასალა

პაკისტანის არმიის სარდალმა გენერალმა აშფაქ ფარვეზ კაიანიმ სპეციალური გამოძიების ჩატარება მოითხოვა, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეო მასალის წარმომავლობას დაადგენს.

ამ ვიდეოზე პაკისტანის არმიის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები თვალებახვეულ ტყვეებს ხვრეტენ, რომლებსაც სამოქალაქო ტანსაცმელი აცვიათ.

პაკისტანელი გენერლის განცხადებით ესენი შესაძლოა უბრალოდ პაკისტანის სამხედრო ფორმაში გადაცმული ბანდიტები იყვნენ.

თუმცა ვინც აღნიშნული ვიდეო ინტერნეტში განათავსა, ისინი ამტკიცებენ, რომ ეს კადრები სვატის რაიონშია გადაღებული, სადაც პაკისტანის არმია თალიბებს ებრძოდა 2009 წელს.

XS
SM
MD
LG