პაკისტანის პოლიციის ცნობით, ადგილობრივი მშვიდობის აქტივისტი რაზა ხანი ლაჰორში დაბრუნდა. ხანი დეკემბერში გაუჩინარდა, როცა ის ექსტრემიზმზე და მკრეხელობაზე საჯარო დისკუსიას ატარებდა. ამ დისკუსიებზე ხანი მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდა. პოლიცია ხანის დაბრუნებაზე დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.
ექსტრემისტული იდეოლოგიის კრიტიკასთან და უმცირესობების უფლებების დაცვასთან ერთად, ხანი ასევე მხარს უჭერდა პაკისტანის და ინდოეთის მეგობრობას. ის ისტორიული მეტოქეების დამეგობრების ინიციატივაში მონაწილეობდა.
პაკისტანის მთავრობა და სამხედროები უარყოფდნენ ხანის და სხვა აქტივისტების გაუჩინარებაში მონაწილეობას.
Facebook Forum