ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში დაპირისპირება გამწვავდა


ხიბერის რაიონი ავღანეთიდან მომავალ გზას ესაზღვრება, რომლის საშუალებითაც ნატოს მძიმე ტექნიკა გადაადგილდება

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ოთხდღიანი ბრძოლების შედეგად 30 ადამიანი და 100 მეამბოხე დაიღუპა. პაკისტანის არმია ცდილობს მთიანი რეგიონი თალიბების და მათი მომხრეებისგან გაათავისუფლოს.

სამხედრო ძალებმა ხიბერის რაიონში შეტევა თალიბების და ლაშქარ-ე-ისლამის მებრძოლებზე მიიტანეს, რომლებიც ფეშევარის ქალაქს საფრთხეს უქმნიდნენ.

ხიბერის რაიონი ავღანეთიდან მომავალ გზას ესაზღვრება, რომლის საშუალებითაც ნატოს მძიმე ტექნიკა გადაადგილდება.

მსხვერპლის რაოდენობა დაუზუსტებელია, რადგან რეგიონში ჟურნალისტები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები ვერ შედიან.
XS
SM
MD
LG