ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


სუნიტი ექსტრემისტების აზრით, შიიტები ჭეშმარიტი მუსლიმები არ არიან

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ბაზრის ტერიტორიზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რომლის დროსაც სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა და 45 დაშავდა.

აფეთქება ორშაბათს მოხდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უმეტესობა შიიტი მუსლიმები არიან.

პაკისტანში, ძირითადად, სუნიტი მუსლიმები ცხოვრობენ, თუმცა, მოსახლეობის მნიშვნელოვან უმცირესობას შიიტი მუსლიმები წარმოადგენენ. სუნიტი ექსტრემისტების აზრით, შიიტები ჭეშმარიტი მუსლიმები არ არიან.
XS
SM
MD
LG