ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანელები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ


სამშაბათს გავლენიანი სულიერი ლიდერი პარლამენტის წინაშე შეკრებილებს შეუერთდება და მათთან ერთად მთავრობის გადადგომას მოითხოვს

პაკისტანის სულიერმა ლიდერმა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს ულტიმატუმი წაუყენა და ხელისუფლებიდან წასვლა ურჩია. ამ მიმართვით მან საკუთარ მხარდამჭერებს სამშაბათს პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა.

თაჰირ-ულ ქადრი ათასობით ადამიანს ისლამაბადში კორუფციის წინააღმდეგ დემონსტრაციის ჩატარებას ურჩევს, რომლის შემდეგაც ლაჰორში 38 საათიანი გაფიცვა გაიმართება.

ქადრის მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის წინ აღმართული ბარიკადები გადასწიეს და გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბანკდნენ. სამშაბათს გავლენიანი სულიერი ლიდერი პარლამენტის წინაშე შეკრებილებს შეუერთდება და მათთან ერთად მთავრობის გადადგომას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG