ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის თალიბანი გააქტიურდა


ტერორისტების შეტაკებისას აეროპორტის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა, ეროვნული ქონების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე შეწირეს

პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამშაბათს, ორმა მოტოციკლისტმა ყარაჩის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარე უსაფრთხოების ძალების სასწავლო ნაგებობას ცეცხლი გაუხსნა. ორი დღის წინ კი, შეიარაღებული მამაკაცი აეროპორტში შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს ავტომატური ცეცხლი გაუხსნა. შედეგად სულ ცოტა 35 ადამიანი დაიღუპა. ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა იკისრა.

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრ, ნისარ ალი ხანის განცხადებით, კვირას აეროპორტზე განხორციელებული იერიშის მიზანი თვითმფრინავების განადგურება იყო. თავდამსხმელები ყუმბარმტყორცნებით იყვნენ შეიარაღებული. ხანის თქმით, ტერორისტების შეჩერებისას, აეროპორტის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ეროვნული ქონების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე შეწირეს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 10 თავდამსხმელი იყო.
XS
SM
MD
LG