ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ძალადობა პაკისტანში


მორიგი ძალადობა პაკისტანში
მორიგი ძალადობა პაკისტანში

თალიბებმა უარყვეს თავიანთი მონაწილეობა ფეშავარის ხალხმრავალ ბაზარში მომხდარი ორმაგი ტერაქტის ორგანიზებაში.

თალიბთა წარმომადგენლის განცხადებით ისინი მშვიდობიან მოსახლეობას და მეჩეთებს არ აფეთქებენ და მხოლოდ ამერიკელებთან შეკრულ უშიშროების აგენტებს ებრძვიან.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით კიდევ უფრო გაიზარდა ფეშავარში მომხდარი ტერაქტების მსხვერპლთა რაოდენობა.

ოფიცილაური მონაცემებით 35 ადამიანია დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელებიც არიან.

პაკისტანის ხელისულფების განცხადებით მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან დაჭრილების უმრავლესობა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

ტერორისტებმა პირველად შედარებით მცირე მოცულობის ბომბი ააფეთქეს, რამაც შემთხვევის ადგილზე პოლიციის და უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მისვლა გამოიწვია, ამის შემდეგ კი კამიკაძემ უძლიერესი ბომბი აააფეთქა და უამრავი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG