პაკისტანში ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი რამდენიმე ხნით აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც მას ბარგში რამდენიმე ვაზნა უპოვეს.
საელჩოს ოფიციალური პირების ცნობით, ამერიკელი დიპლომატი ქალაქი პეშავარიდან დედაქალაქ ისლამაბადში მიფრინავდა.
დაკავებიდან რამდენიმე საათში დიპლომატი ამერიკის საკონსულოს გადასცეს. მას დიპლომატიური იმუნიტეტი ჰქონდა.
ამერიკელი დიპლომატების მიმართ პაკისტანის ოფიციალური პირები მას შემდეგ განსაკუთრებით მეტ სიმკაცრეს იჩენენ, რაც შარშან დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ერთ-ერთმა კონტრაქტორმა ლაჰორში პაკისტანის ორი მოქალაქე მოკლა.