ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულმა დრონმა 17 მეამბოხე მოკლა


ამერიკულმა დრონმა 17 მეამბოხე მოკლა

ჩრდილო-დასავლეთი პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად 17 მეამბოხეა მოკლული.

მათივე განცხადებით, დრონების მიერ განხორციელებული სამი იერიში სამხრეთ ვაზირისტანში ავღანეთის საზღვართან მოხდა.

უკვე რამდენიმე ხანია, ამერიკის მიერ პაკისტანის ტერიტორიაზე დრონების გამოყენება ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის დაძაბულობის მიზეზი ხდება. თუმცა პაკისტანის პრემიერ მინისტრი იუსაფ რაზა გილანი ამბობს:

„შეერთებული შტატები და პაკისტანი შეშფოთებული არიან პაკისტანის ტერიტორიაზე ტერორისტების ლიდერების საქმიანობით. ცვენ არ დავუშვებს, რომ პაკისტანის ტერიტორია გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ მომზადდეს თავდასხმები ნებისმიერ მესამე ქვეყანაზე. “

ამერიკის ოფიციალური პირები საჯაროდ არ აცხადებენ იმას, რომ პაკისტანის ტერიტორიაზე იერიშებს აწარმოებენ.

XS
SM
MD
LG