ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მატარებლის ხანძარს 74 სიცოცხლე ემსხვერპლა


პაკისტანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აღმოსავლეთ პუნჯაბის პროვინციის ქალაქ რაჰიმიან ხან სითისთან ახლოს სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, 74 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა, მატარებელი სამხრეთის ქალაქ ყარაჩიდან რავალპინდისკენ მიდიოდა. სატელევიზიო გამოსახულებაში ჩანდა ვაგონებიდან გამომავალი ცეცხლის ალი, რომელიც ცაში შავი ბოლის უზარმაზარ ღრუბელს უშვებდა. ხელისუფლება ამბობს, რომ ადამიანების უმრავლესობა მაშინ დაიღუპა, როდესაც ხანძრისგან თავდასაღწევად მოძრავი მატარებლიდან ხტებოდა.

ადგილის დათვალიერების შემდეგ, რკინიგზის მინისტრმა შეიხ რაშიდ აჰმედმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხანძარი ორი გაზქურის აფეთქებამ გამოიწვია, რომელსაც მგზავრები საუზმის მოსამზადებლად იყენებდნენ. პაკისტანის მატარებლებში გაზქურების შეტანა აკრძალულია, მაგრამ მგზავრებით გადაჭედილ მატარებლებში ამ წესს იშვიათად იცავენ.

მინისტრმა აღიარა, რომ მთელ ქვეყანაში, რკინიგზის მხოლოდ შვიდი მთავარი სადგურია აღჭურვილი სკანერებით, რათა მგზავრების მიერ აკრძალული ნივთების გადატანა აღმოაჩინონ და აღკვთონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG