ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილები პაკისტანიდან


ვაზირისტანიდან სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი გადინება მიმდინარეობს არა მხოლოდ პაკისტანის მიმართულებით, არამედ ავღანეთისკენაც

პაკისტანის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონებიდან დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

პაკისტანის არმია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ვაზირისტანში პარასკევს ინტენსიური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელიც მეამბოხეების წინააღმდეგაა მიმართული. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის თუ რამდენი მათგანია ლიკვიდირებული.

საბრძოლო ოპერაციის გაინტენსიურების შემდეგ ვაზირისტანიდან სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი გადინება მიმდინარეობს არა მხოლოდ პაკისტანის მიმართულებით, არამედ ავღანეთისკენაც.

პაკისტანის მთავრობამ ვაზირისტანში მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები განსაკუთრებით მას შემდეგ გააძლიერა, რაც ცოტა ხნის წინ მეამბოხეებმა ყარაჩის აეროპორტზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს.
XS
SM
MD
LG