ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში პოლიტიკური დაძაბულობა შეინიშნება


პაკისტანში პოლიტიკური დაძაბულობა შეინიშნება

პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი თანამემამულეებს სთხოვს არ აყვნენ ანტი-დემოკრატიულ კონსპირაციებს, რომლებიც გასულ კვირას აგორდა და ქვეყნის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერებს შორის განხეთქილების დაწყების საფუძველი გახდა.

პრეზიდენტმა ზარდარიმ ეს განცხადება დღეს მისი მეუღლე ბენაზირ ბხუტოს გარდაცვალების 4 წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიალზე გააკეთა.

პაკისტანში სამხედრო და სამოქალაქო მმართველობას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა სახელმწიფო მოხელემ ვაშინგტონში საიდუმლო მემორანდუმი გაგზავნა და ამერიკას პაკისტანის დახსნა სთხოვა მოსალოდნელი სამხედრო გადატრიალებისგან.

XS
SM
MD
LG