ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი ნატოს კოლონას არა ატარებს


პაკისტანი ნატოს კოლონას არა ატარებს
პაკისტანი ნატოს კოლონას არა ატარებს

პაკისტანმა ავღანეთში მებრძოლ ნატოს შეიარაღებულ ძალებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა გადაუკეტა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ პაკისტანის ტერიტორიის დაბომბვის გამო, რომლის დროსაც პაკისტანის არმიის სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

პაკისტანის ხიბერის რაიონში, თორხამის სასაზღვრო საგუშაგოზე სატვირთო ავტომობილების და ბენზინმზიდების გრძელი კოლონა გაიჭიმა, მას შემდეგ რაც ნატოს ავიაციამ უკანსკნელი დღეების განმავლობაში მეოთხეჯერ დაბომბა პაკისტანის ტერიტორია. აღსანიშნავია რომ ავღანეთში დასავლეთის კოალიციური ჯარები ძირითადად პაკისტანის ტერიტორიის გავლით მარაგდება.

პაკისტანის უშიშროების სამსახურის განცხადებით დღეს დილით ნატოს საბრძოლო შვეულმფრენებმა ავღანეთის საზღვრის მახლობლად კურამის რეგიონში პაკისტანის არმიის საგუშაგო დაბომბეს რასაც სამი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. სამიც დაიჭრა.

XS
SM
MD
LG