ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადება


პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იუსუფ რაზა გილანიმ, „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ავღანეთის საზღვარზე ნატოს სატრანსპორტო ავტოკოლონის გადასვლა კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში დაიბლოკება. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ის ალიანსისთვის პაკისტანის ტერიტორიაზე მთლიანად საჰაერო სივრცის დახურვასაც არ გამორიცხავს.

გადაწყვეტილება 26 ნოემბერს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ ავღანეთის საზღვარზე განხორციელებულ საჰაერო დაბობმვას მოჰყვა, რომელსაც 24 პაკისტანელი ჯარისკაცი შეეწირა. ბატონმა გილანიმ უარყო ბრალდება პაკისტანელ თალიბებთან მოლაპარაკების შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც ძალადობას გმობს.

პრემიერის თქმით პაკისტანს და შეერთებულ შტატებს შორის ნდობაში ბზარი გაჩნდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს და მათ ერთმანეთის რწმენა და ნდობა დაუბრუნდეთ - განაცხადა მან ბრიტანელ ჟურნალისტთან საუბარში.

XS
SM
MD
LG