ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს პაკისტანში შვულმფრენები არ ყოფნის


წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ხალხთან ჰუმანიტარული დახმარება ტექნიკური შესაძლებლობებისა და ფულის უკმარისობის გამო კვლავ ვერ აღწევს.

პაკისტანის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყანაში წყალდიდობები გძელედება და ადიდებული მდინარე ინდირამდენიმე რეგიონს კვლავ დატბორვით ემუქრება.

ხელისუფლებამ ისტორიული ქალაქი თატადან მოსახლეობის სრული ევაკუაცია გააკეთა. მიუხევად იმისა, რომ ქალაქი ჯერ არ დატბორილა, ხელისუფლება შიშობს, რომ მდინარე ინდის ჯებირები მოზღვავებულ წყალს ვერ გაუძლებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განაგრძობს პაკისტანში აქტიურ ჰუმანიტარულ მისიას. თუმცა გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის წარმომადგენელი ამილია კასელა აცხადებს, რომ მილიონობით ადამიანამდე დახმარება ჯერ კიდევ ვერ აღწევს.

"ჩვენ ვთხოვთ დონორებს გამოყონ დახმარება და ასევე მოვუწოდებთ იმ დონორებს, რომლებიც დახმარების გამოყოფას დავგპირდნენ, დაგვიდასტურონ ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის ფაქტი. ასეთი დადასტურების გარეშე ჩვენ წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას ვერ აღმოვუჩენთ.“

ქალბატონი კასელა აცხადებს, რომ პაკისტანის კარგვეულ რეგიონებში მოსახლეობისთვის საკვებისა და ტვირთის მიტანა მხოლოდ შვეულმფრენების მეშვეობითაა შესაძლებელი. გაეროს კი საკმარისი რაოდენობის შვეულმფრენები არ აქვს.

XS
SM
MD
LG