ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში წყალდიდობის შედეგები უმართავი ხდება


წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობა დახმარების მოლოდინში სასოწარკვეთას ვერ ფარავს. ქვეყნის ტერიტორიაზე 20 მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

პაკისტანის წყალდიდობების შემდეგ მოსახლეობაში სასოწარკვეთამ იმატა. დღეს სუკურის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულმა ხალხმა გზა გადაკეტა და ჰუმანიტარული ტვირთის ნელი ტემპით დარიგება გააპროტესტა. სასოწარკვეთას ისიც ერთვის, რომ სინოპტიკოსების პროგნოზით, მდინარე ინდის ნაპირებზე წყალდიდობების ახალი ტალღაა მოსალოდნელი.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გუშინ პაკისტანში იმყოფებოდა:

"მე არასოდეს დამავიწყდება ის, რაც აქ ვნახე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი ადგილი მინახავს, რომელიც ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზიანდა, მაგრამ ამ მასშტაბის ნგრევას პირველად ვხედავ," განაცხადა მან.

გაეროს პაკისტანისთვის დაპირებული პირველადი ჰუმანიტარული დახმარების 460 მილიონი დოლარიდან მხოლოდ 20 პროცენტი აქვს მიღებული.

XS
SM
MD
LG