ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქებას 3 ბავშვი შეეწირა


აფეთქება სამხრეთ ვაზირისტანის ქალაქ დერა ისმაილ ხანში შაბათს დილით მოხდა

ვპაკისტანის ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ შიიტთა რელიგიურ პროცესიაზე მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი შეეწირა. ინციდენტი, რომელშიც დამატებით ათობით ადამიანი დაიჭრა, სამხრეთ ვაზირისტანის ქალაქ დერა ისმაილ ხანში შაბათს დილით მოხდა. პაკისტანის თალიბანი ანალოგიურ აფეთქებებს ხშირად ახორციელებს. შაბათის თავდასხმა აშურას დღესასწაულზე მოხდა, რომელსაც შიიტი მომლოცველები ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG