ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვერპლიანი წინასაარჩევნო მარათონი


პაკისტანის 2 სხვადასხვა ქალაქში საარჩევნო კამპანიის ოფისებთან მომხდარ აფეთქებებში 8 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, ერთი ბომბი ქალაქ კოჰატში საიდ ნურ აქბარის საარჩევნო კამპანიის ოფისთან აფეთქდა. აქბარი დამოუკიდებელი კანდიდატია და ის 11 მაისს დანიშნულ ეროვნული ასამბლეის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. მეორე აფეთქება ქალაქ პეშავარში ასევე დამოუკიდებელი კანდიდატის, ნაზირ ხან აფრიდის ოფისთან მოხდა.

საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პოლიტიკოსები ხშირად ხდებიან პაკისტანელი თალიბების სამიზნე. თუმცა, ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. 11 მაისის არჩევნებს პაკისტანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სამოქალაქო ხელისუფლებამ სახელმწიფოს მართვა მთელი ვადის განმავლობაში შეძლო და ძალაუფლება ახალ სამოქალაქო ადმინისტრაციას გადასცა.
XS
SM
MD
LG