ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრა პაკისტანში


მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ ცოტა 210-მდე გაიზარდა

პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ ცოტა 210-მდე გაიზარდა. მსხვერპლი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბალუჩისტანის რეგიონის ავარანის ოლქში ათასობით მიწური სახლი დაინგრა.
ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი. სამაშველო ჯგუფები დაზარალებულებისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობენ, მაგრამ ფართო მასშტაბიანი ნგრევის გამო, ისინი ზოგიერთ ადგილამდე სამაშველო აღჭურვილობით მისვლას ვერ ახერხებენ.
XS
SM
MD
LG