ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული დრონით გამოწვეული მსხვერპლი


სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთ-ერთი საველე მეთაურის, ჰაფიზ გულ ბაადურის 10 მეომარი დაიღუპა

პაკისტანის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ვაზირისტანის რაიონში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთ-ერთი საველე მეთაურის, ჰაფიზ გულ ბაადურის 10 მეომარი დაიღუპა.

პაკისტანის მთავრობა დიდი ხანია პროტესტს გამოთქვამს ამერიკელი სამხედროების მიერ დრონების გამოყენების გამო, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს, თუმცა, ამერიკელები ამას სამხედრო აუცილებლობით ხსნიან.
XS
SM
MD
LG