ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავარიის შედეგად 23 ჯარისკაცი დაიღუპა


ჯარისკაცები პაკისტანში მდებარე სვატის ხეობიდან ბაზაზე ბრუნდებოდნენ, როცა ავტობუსმა კატასტროფა განიცადა

პაკისტანის ოფიციალური პირების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 23 ჯარისკაცი დაიღუპა. ავტობუსი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები მგზავრობდნენ გზაზე მოცურდა და ხევში გადავარდა.

სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, ჯარისკაცები სვატის ხეობიდან ბრუნდებოდნენ. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
XS
SM
MD
LG