ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობა პაკისტანში


შეიარაღებულმა პირმა ბალუჩისტანის პროვინციაში შვიდი მუსლიმი შიიტი მოკლა

პაკისტანის პოლიციის განცხადებით, შეიარაღებულმა პირმა ბალუჩისტანის პროვინციაში შვიდი მუსლიმი შიიტი მოკლა. ინციდენტი პროვინციის დედაქალაქში ქვეთაში მოხდა. როგორც პოლიცია იტყობინნება, შეიარაღებული პირი მოტოციკლით გაუსწორდა ავტობუსს, იარაღის მუქარით გააჩერა და ავტობუსის 5 მგზავრი მოკლა. მოგვიანებით, მან იმავე რაიონში კიდევ ორი მუსლიმი შიიტი გამოასალმა სიცოცხლეს.

ცნობილია, რომ ბალუჩისტანი თალიბანის მხარდამჭერებით და სხვა შეიარაღებული ფორმირებებითაა დასახლებული. მათ შორის იქ მოქმედებს სეპარატისტული ჯგუფი "ბალუჩი", რომელიც პოლიტიკურ ავტონომიას და რეგიონის ბუნებრივი რესურსების რეალიზაციის შედეგად მეტ მოგებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG