ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა პაკისტანის საავიაციო ბაზაზე


თალიბებმა თავდასხმა ერთდროულად ორი მიმართულებით განახორციელეს: მეჩეთზე, სადაც დილის ლოცვები მიმდინარეობდა და საავიაციო ბაზაზე.

პაკისტანის ჩრილო-დასავლეთში მდებარე საავიაციო ბაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. შეტევა თალიბმა სამხედროებმა განახორციელეს.

არმიის პრეს-სპიკერის გენერალ ასიმ ბაჯავის თქმით, სწრაფი რეაგირების გამო, პეშავართან მომხდარ ინციდენტში მოწინააღმდეგე მხარემ 13 მეომარი დაკარგა. თალიბებმა თავდასხმა ერთდროულად ორი მიმართულებით განახორციელეს. ერთმა ჯგუფმა იერიში მეჩეთზე მიიტანა, სადაც დილის ლოცვები მიმდინარეობდა. მსხვერპლის უმეტესი ნაწილი სწორედ იქ აღირიცხა. მეორე ჯგუფმა კი საავიაციო ბაზას შეუტია. ორსაათიანი ბრძოლა პაკისტანელ სამართალდამცავთა გამარჯვებით დამთავრდა.

XS
SM
MD
LG