ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის სკეპტიციზმი


პაკსიტანის საგარეო საქმეთა მინსტრმა ჰინა რაბანიმ განაცხადა, რომ გარდამავალი პროცესი უნდა იყოს პასუხისმგებლობით აღსავსე

მაშინ როდესაც საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტი ავღანეთიდან გასვლას აპირებს, მეზობელი პაკისტანი სკეპტიკურად უყურებს ამ პროცესს. ოფიციალური პაკისტანი საუბრობს მეამბოხეთა მხრიდან გაზრდილ ძალადობაზე და ავღანეთის უშიშროების ძალებს არაეფექტურობაში ადანაშაულებს.
ნიუ იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში საუბრისას პაკსიტანის საგარეო საქმეთა მინსტრმა ჰინა რაბანიმ განაცხადა, რომ გარდამავალი პროცესი უნდა იყოს პასუხისმგებლობით აღსავსე, ამასთან მან აშშ-ი და ნატო გააფრთხილა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა არ უნდა მოხდეს "აჩქარებით".
XS
SM
MD
LG