ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის ბრალდება, პაკისტანის უარყოფა


ავღანეთის ბრალდება, პაკისტანის უარყოფა
ავღანეთის ბრალდება, პაკისტანის უარყოფა

პაკისტანი უარყოფს მეზობელი ავღანეთის ბრალდებებს ავღანური პროვინციების მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებ. პაკისტანის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, მათ ავღანეთის მიმართულებით განზრახ არ მოუხდენიათ ცეცხლის გახსნა. არმიის წარმომადგენლის გენერალ ატარ აბასის განცხადებით, მისთვის ამის შესახებ არავის მოუხსენებია, თუმცა ამავდროულად დასძინა, რომ პაკისტანის არმია ამბოხებულების წინააღმდეგ შეტევებს ახორციელებს.

„მეამბოხეები ჩვენს საკონრტროლო პუნქტებს უტევენ. დაახლოებით 5 ასეთი მსხვილი ინციდენტი მოხდა. და შესაძლოა, როდესაც ამბოხებულები უკან გარბოდნენ საზღვრისკენ, მათი მიმართულებით ნასროლმა რამდენიმე ჭურვმა საზღვარი გადაკვეთა. ამის შესაძლებლობა არასდროს არ უნდა გამოირიცხოს“ - განაცხადა პაკისტანელმა გენერალმა.

XS
SM
MD
LG