ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპერაცია პაკისტანში


შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, პაკისტანში ამბოხებულთა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული შეტევა ალ-ყაიდას ერთერთი ლიდერის განადგურებას ისახავდა მიზნად. თუმცა, მისი ლიკვიდაციის შესახებ ცნობები არ არსებობს. ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მედიასთან საუბარში ანონიმურობის დაცვის პირობით განაცხადა. მისი თქმით, ოპერაციის სამიზნე აბუ იაჰია ალ-ლიბი იყო და მისი სიკვდილის დადასტურება ტერორისტულ მოძრაობას დიდ დარტყმას მიაყენებს.

XS
SM
MD
LG