პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით თალიბებმა სამხრეთ ვაზირისტანში უშიშროების საგუშაგოზე მიიტანეს იერიში, რომლის დროსაც 8 ჯარისკაცი დაიღუპა.
პაკისტანის ხელისუფლების მტკიცებით ორმხრივი სროლის დროს 10 თალიბი მეომარი დაიღუპა. დაიჭრა პაკისტანის არმიის 7 ჯარისკაცი.
ამასობაში ამერიკელებმა რაკეტებით დაბომბეს პაკისტანელ თალიბთა საწვრთნელი ცენტრი ჩრდილოეთ ვაზირისტანში, რომლის დროსაც მოწინააღმდეგის 23 მებრძოლი გაანადგურეს.