ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებს


მაია ფანჯიკიძისადმი გაგზავნილ წერილში ხაზგასმულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სრული დატვირთვით ამუშავების აუცილებლობა

„ეუთოს“ წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს ოფიციალური წერილით მიმართა. მასში საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის დასკვნებია წარმოდგენილი.

წერილში შესწორებები დადებითად არის შეფასებული და ხაზგასმითაა აღნიშნული გარდამავალ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის სრული დატვირთვით მუშაობის აუცილებლობა.

„შეთავაზებული შესწორებები არსებულ კანონმდებლობას სრულყოფს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობაში მეტი პლურალიზმი და გამჭვირვალობა შეაქვს. ამის მიღწევას გენერალური დირექტორის და სამეურვეო საბჭოს დანიშნვის პროცედურის და მათი უფლება-მოვალეობების ხელახალი განსაზღვრაც უზრუნველყოფს.“ - განაცადა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დუნია მიატოვიჩმა და დასძინა, რომ მთავარ ნაკლად ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევამდე გარდამავალი პერიოდის დებულებათა გამჭვირვალობის ნაკლებობა მიაჩნია.

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა მომზადებულია მედიის კანონმდებლობის ცნობილ ექსპერტ, პროფესორ კეტრინ ნიმან მეტკალფის, მიერ. „ეუთოს“ განცხადებით, ის კანონში შესწორებების დანერგვას ყურადღებით მიადევნებს თვალს.
XS
SM
MD
LG