ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს პრესაზე თავდასხმები შეწყვიტოს


ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდებს შეწყვიტოს მისი თავდასხმები პრესაზე. ორგანიზაციის განცხადებით მისი თავდასხმები პრესაზე აკნინებს მედიის როლს დემოკრატიულ საზოგადობეაში.

ეუთოს წარმომადგენელი მედია თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დესირი აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები მედიის მიმართ „ღრმად პრობლემატურია“ და ისეთი განცხადებები, როგორიცაა მედიის მოხსენიება „ხალხის მტრებად“ ქმნის მედიაზე თავდასხმების გახშირების საშიშროებას.

„მე მოვუწოდებ შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რომ თავი შეიკავოს მსგავსი თავდასხმებისგან მედიის წინააღმდეგ“, - ამბობს დესირი სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის მისამართით გაგზავნილ წერილში.

დესირმა გამოჰყო ტრამპის მიერ მედიის წინააღმდეგ ფენიქსში მხარდაჭერებთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებები. სადაც პრეზიდენტმა ტრამპმა მედია მოიხსენია, როგორც „ნამდვილად არაკეთილსინდისიერი“, „ცრუ“ და განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებები ქვეყანაში არსებობულ უთანხმოებებს კიდევ უფრო აღრმავებს.

დესირის თქმით, ეს კომენტარები კიდევ უფრო შემაშფოთებელია იქიდან გამომდინარე, რომ აშშ "ერთ-ერთი გლობალური ლიდერია სიტყვის და პრესის თავისუფლების დაცვის საქმეში. მისი თქმით, მედია აუცილებელი კომპონენტია დემოკრატიულ სახელმწიფოში მთავრობის ანგარიშვალდებულების და პლურალიზმის შესანარჩუნებლად.

ქვინიპიაკის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ამერიკელი ამომრჩევლის 55% პროცენტი ეწინააღმდეგება იმ ტონს, რომელსაც მედია იყენებს ტრამპის წარმოსაჩენად. 40 პროცენტი კი ეთანხმება. ამომრჩევლის 62% პროცენტს კი პრესისა და ჟურნალისტების მიმართ დონალდ ტრამპის ნეგატიური კომენტარები არ მოსწონს. 35% პრეზიდენტს ეთანხმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG