ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო: უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის გათავისუფლება შემაშფოთებელია


"რადიო თავისუფლება"
"რადიო თავისუფლება"

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მედიის თავისუფლების ოფისის ხელმძღვანელმა ჰარლემ დესირმა დღეს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „ნაჩქარევი გადაწყვეტილება შემაშფოთებელია ქვეყანაში დაგეგმილი ორი არჩევნების წინ და ამან შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიცოცხლისუნარიანობასა და დამოუკიდებლობაზე.“

31 იანვარს, მმართველთა საბჭოს შეხვედრაზე ზურაბ ალასანიას ნაადრევი გათავისუფლება გადაწყდა, მისი კვალიფიკაციის ნაკლებობის და მაუწყებლის მისიასთან შეუფერებელი მოქმედებების შესახებ არსებული ბრალდებების გამო.

დესირმა, ამ განცხადებაში ასევე დააფიქსირა ის კრიტიკა, რომელიც ალასანიას გათავისუფლებას მოჰყვა უკრაინის მედია კრიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG