ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოხმაურება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე


ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟოაო სუარესმა საქართველოს ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა.
„თვალს ვადევნებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის და ასევე შიდაპარტიული პრაიმერის კანდიდატის ვანო მერაბიშვილის და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის და ამჟამად კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებისგან ელის სრულ შესაბამისობას ეუთოს ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების, და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესის შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე განცხადება გაავრცელეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონმა და ევროკომისარმა გაფართოვების საკითხებში შტეფან ფულემ.
„ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მათ მიმართ სამართალწარმოების პროცესს და მოელის, რომ ის სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით წარიმართება,“ - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებაში.
XS
SM
MD
LG