ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო გმობს ძალადობას


დუნია მიატოვიჩის განცხადებით, ხელისუფლებამ ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის საშუალება უნდა მისცეს მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის და დაშინების კამპანიის გამო.

ეუთოს წარმომადგენლის განცხადებით, ხელისუფლებამ ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის საშუალება უნდა მისცეს მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.

ეუთომ დაგმო 26 ივნისს სოფელ მერეთში და 12 ივლისს კარალეთში მომხდარი ინციდენტი, როდესაც შიდა ქართლის ტელეკომპანია თრიალეთის და მეცხრე არხის ჟურნალისტები ხელისუფლების მომხრეებმა სასტიკად სცემეს.
XS
SM
MD
LG