ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წლევანდელ ოსკარზე წარდგენილი რეჟისორები


40 წელია სტივენ სპილბერგი ჰოლივუდის ერთ-ერთი უძლიერესი რეჟისორია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ფილმ ლინკოლნში სტივენ სპილბერგმა კიდევ ერთხელ არა მხოლოდ საკუთარი ოსტატობა დაადასტურა, არამედ კლასიკაც შექმნა.

უკვე 40 წელია სპილბერგი ჰოლივუდის ერთ-ერთი უძლიერესი რეჟისორია:

მისი პირველი დიდი წარმატება ფილმი „ყბები “ იყო, რომელიც ნიუ იორკის სანაპიროებთან ოთხი ადამიანისჭამია ზვიგენის მოკვლის ისტორიაზეა გადაღებული. ფილმმა 3 ოსკარი მოიპოვა და სპილბერგმა კი ჰოლივუდს დაანახა, რომ ტრილერების ოსტატი იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ სპილბერგმა "ი ტი - უცხოპლანეტელი" გადაიღო, რომელიც ამერიკელ ბიჭუნაზე მოგვითხრობს, რომელიც დედამიწაზე მოხვედრილ უცხოპლანეტელს დაუმეგობრდება. "ი ტი" კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია.

სპილბერგის კიდევ ერთი ბლოკბასტერი ინდიანა ჯონსის ტრილოგიაა.
ჯონსის თავგადასავლების შემდეგ სპილბერგმა ისტორიული დრამების გადაღება დაიწყო.

მის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შედევრად "შინდლერის სია" ითვლება, რომელიც რეჟისორმა 1993 წელს ჰოლოკოსტის თემაზე გადაიღო. ფილმი ოსკარ შინდლერზე მოგვითხრობს, რომელმაც არაერთხელ გარისკა საკუთარი სიცოცხლე დაახლოებით 1000 ებრაელის გადასარჩენად.

"შინდლერის სიამ" სპილბერგს პირველი ოსკარი მოუტანა, როგორც საუკეთესო რეჟისორს და საუკეთესო ფილმს.

"რიგითი რაიენის გადასარჩენად" ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება. ფილმმა სპილბერგს საუკეთესო რეჟისორის მეორე ჯილდო მოუტანა.

მას შემდეგ 15 წელი გავიდა და სპილბერგი ისევ ნომინირებულ რეჟისორთა სიაშია. ამჟამად ის აკადემიის წინაშე ფილმი "ლინკოლნით" წარსდგება.

ანგ ლი წლევანდელ ოსკარებზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციით ფილმი "ფაის ცხოვრებისთვისაა" წარდგენილი. ფილმი ინდიელი ბიჭუნასა და ბენგალის ვეფხვის თავგადასავალია. ის ვიზუალურ შედევრადაა შეფასებული.
1995 წელს ფილმი „გრძნობა და მგრძნობელობა“ ოსკაროსანი ფილმი გახდა. მას შემდეგ რეჟისორმა არაერთი ფილმი გადაიღო კულტურული და ისტორიული მოტივებით.

1997 წელს მისმა ფილმმა "ყინულის შტორმი" ნიუ იორკის მდიდარი საზოგადოების ოჯახებში არსებული დისფუნქციური ურთიერთობები გამოხატა.
1999 წელს ლიმ აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე გადაღებული ჩინური ფილმისთვის ოსკარი მოიპოვა საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში.
მიუხედავად არაერთი ბლოკბასტერისა ლის ყველაზე გავლენიან ფილმად 2005 წლის „კუზიანი მთა“ არის მიჩნეული, რომელიც ორი ჰომოსექსუალი ამერიკელი კოვბოის აკრძალულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ამ ფილმმა ჰომოსექსუალების უფლებები ამერიკულ საზოგადოებაშე აქტუალურ თემად აქცია. ფილმი ოსკარზე იყო წარდგენილი, მაგრამ სავარაუდოდ თემიდან გამომდინარე პირველობა ვერ მოიპოვა. თუმცა ლიმ ამ ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისორის ტიტული მოიპოვა.
სპილბერგი და ლი 12 და 11 კატეგორიაში არიან ნომინირებული.
XS
SM
MD
LG