ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორეგონში, კენტუკიში პრაიმერებია


სამშაბათს, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი, დემოკრატიული პარტიისგან ნომინაციის მისაღებ ორ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას, ქვაანხშირის მომპოვებელ კენტუკიში და წყნარი ოკეანის სანაპირო ორეგონში.

ორივე შტატში მწირი წინასაარჩევნო გამოკითხვა მოხდა და ანალიტიკოსები მსჯელობენ, კლინტონი თუ შეძლებს სანდერსთან ბოლოს განცდილი წარუმატებლობის შემოტრიალებას და დემოკრატიული პარტიისგან ნომინაციასთან მიახლოებას.

სანდერსი, თვითგამოცხადებული სოციალ-დემოკრატი, აღიარებს, რომ კლინტონზე გასამარჯვებლად მას ნაკლები შესაძლებლობა აქვს, მაგრამ მან კლინტონი 19 შტატში დაამარცხა. ეროვნული გამოკითხვა აჩვენებს, რომ რესპუბლიკელთა სავარაუდო კანდიდატის წინააღმდეგ მას უკეთეს კანდიდატად განიხილავენ. სანდერსმა პირობა დადო, რომ კლინტონის წინააღმდეგ რბოლაში ბოლომდე დარჩება.

XS
SM
MD
LG