ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უდალცოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა


ოპოზიციონერი გირაოთი გაათავისუფლეს და დედაქალაქის დატოვება აუკრძალეს

რუსეთის სამართადამცავებმა ოპოზიციის ლიდერის, სერგეი უდალცოვის წინააღმდეგ საქმე მასობრივი არეულობის გამოწვევის ბრალდებით აღძრეს.

უდალცოვი პოლიციამ 16 ოქტომბერს, მოსკოვში, საკუთარი ბინიდან აიყვანა. მოგვიანებით ოპოზიციონერი გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა, უბრძანეს დედაქალაქი არ დატოვოს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სერგეი უდალცოვის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც ტელევიზია „ენ-ტე-ვეს" ეთერში გავიდა ვიდეო, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად რუსეთის ხელისუფლების გადაგდებას გეგმავს.

უდალცოვი აღიარებს, რომ პერიოდულად უცხო ქვეყნების მთავრობების წარმომადგენელებს ხვდება, თუმცა, გადატრიალების დაგეგმვის შესახებ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ვიდეოში უდალცოვი გივი თარგამაძეს ხვდება, თუმცა, თარგამაძე რუს ოპოზიციონერთან შეხვედრას არ ადასტურებს.
XS
SM
MD
LG